“სასტუმროში ვარ, ვერ უყურებ? დასათვალიერებლად ჩამოვედი…” – ზუგდიდში “კუნთმაგარი ბიჭები” გამოჩნდნენ

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურამდე ხუთი დღით ადრე ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე ე.წ. კუნთმაგარი ბიჭები გამოჩნდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ სამეგრელოს დასათვალიერებლად ჩამოვიდნენ, – “მთავარი არხის” ინფორმაციით, ეს ადამიანები ისეთ სასტუმროებში განათავსეს, სადაც რემონტი მიმდინარეობს და ამ მიზეზით, სხვა ვიზიტორებისთვის დახურულია.

“არავითარი დავალება არ მიგვიღია, სამეგრელოში ვარ სტუმრად ჩამოსული, არ შეიძლება? ნიკა ვარ, სამხარაძე”, – ამბობს ერთერთი მათგანი, რომელიც მოგვიანებით ასევე, აცხადებს, რომ ჩამოვიდა, რადგან “მიშა უნდა დაასრულოს”:

“ნაციონალები არიან ჯალათები, თქვენ ხართ ჯალათები, ნიკა გვარამია არის ჯალათი. მიშა უნდა დავასრულო და ნაციონალური მოძრაობა, მე პირადად”, – ამბობს ის.

“სასტუმროში ვარ, ვერ უყურებ? დასათვალიერებლად ჩამოვედი, რა დავალება, არავითარი დავალება არ მაქვს, არ ვმუშაობ, დაუსაქმებელი ვარ”, – ამბობს მეორე.

ზუგდიდში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია ამბობს, რომ ზუგდიდში მის მხარდასაჭერად სხვა რეგიონებიდანაც ბევრი ადამიანია ჩამოსული, ხოლო ასევე ზუგდიდში მყოფი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ არ იცის ამ ჯგუფის შესახებ და არც ის, თუ სად მდებარეობს სასტუმრო, თუმცა, სუბარი ამბობს, რომ “სამეგრელოში ნაციონალური მოძრაობა აუცილებლად დასრულდება” და “ოცნება “დიდი ანგარიშით გაიმარჯვებს”.

banner
წინა სტატიაშიუდუმაშვილი – ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს გამოცხადებულ სიკვდილის ქრონიკას თავისი უგუნური პოლიტიკით
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ატლანტიკური საბჭოს ათასწლეულის ლიდერობის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა