სასტუმრო „ველმონდი“ (ლეოგრანდი) მუშაობას დღეს შეწყვეტს-სასამართლოს გადაწყვეტილება

ბათუმში, სასტუმრო „ველმონდმა“, ყოფილმა „ლეო-გრანდმა“ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დღეს 18:00 საათზე მუშაობა უნდა შეაჩეროს. მიზეზი უსაფრთხოების კუთხით გამოვლენილი ხარვეზებია, რომელიც გაფრთხილების მიუხედავად არ გამოსწორდა.

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურმა სასტუმროსთვის ექსპლუატაციის შეჩერების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა, რომელმაც მათი სარჩელი დააკმაყოფილა.
„ველმონდის“ ადმინისტრაცია ითხოვდა, რომ სასტუმროს მუშაობის პარალელურად მისცემოდა ხარვეზების გამოსწორების საშუალება, თუმცა ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა.

„არ იყო აუცილებლობა დახურვის, შესაძლებელი იყო ამ ყველაფრის გაგრძელება ისე, რომ ნაწილი შეზღუდულიყო, მაგრამ რადგან ასე გადაწყდა, მაშინ ეს უნდა შესრულდეს.18:00 საათზე სასტუმრო დაიხურება. რაც შეეხება ტურისტებს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დახმარებით მათ სხვადასხვა სასტუმროებში დავაბინავებთ. სასტუმრო ფუნქციონირებას დაიწყებს მაშინ, როგორც კი სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს დააკმაყოფილებს”,- განაცხადა კახაბერ წერეთელმა.

გასულ წელს „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაში150 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულების მიხედვით,საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავი აშენდება
შემდეგი სტატიაკალაძის სიძე „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდა?!