სასტუმრო „რედისონის” წინ ცისარტყელის ფერებში შეღებილი ტაბურეტი დადგეს

ლგბტ აქტივისტებმა სასტუმრო „რედისონის” წინ ცისარტყელის ფერებში შეღებილი ტაბურეტი დადგეს. სასტუმროში კი ლევან ვასაძის მოწვევით „მსოფლიო ოჯახის კონგრესი” იმართება. რამდენიმე წუთში ლგბტ აქტივისტებს პოლიციამ ტაბურეტი ააღებინა და აქციის მონაწილის სახელზე გამაფრთხილებელი ოქმი გამოწერა, რომლის თანახმად, თუკი ისინი ნივთს არ წაიღებდნენ, დაჯარიმდებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიქართული გეოგრაფიული აღნიშვნა „ჭაჭა“ ჩინეთში დარეგისტრირდება
შემდეგი სტატია(video) თამაზ მეჭიაური: ისინი, ვინც საპატრიარქოს თხუპნიან, პიდარასტები არიან