სასტუმრო „მეტეხის“ ეზოში, სარემონტო სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა

Crime Scene

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით სამშენებლო ობიექტს შეისწავლის- ამის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათავამი.
“ქეთევან წამებულის გამზირზე, სასტუმრო „მეტეხის“ ეზოში სარემონტო სამუშაოების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა, ერთი კი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს „დეკო“ აწარმოებს. წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ამწე რომელიც საქარგილე კოჭების გადაადგილებას ახორციელებდა, ამოყირავდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და შესაბამისი სამსახურები შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ.” ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიანოდარ ხადური – „სიტროენ ჯორჯიას“ საჩივარზე მოკვლევას ყველა ინფორმაციის მიღებამდე ვერ დავიწყებთ