სასტუმრო ლეოგრანდთან მოქალაქეები ყვავილებს ტოვებენ

დილიდან, ბათუმში სასტუმრო “ლეოგრანდის” შესასვლელში მოქალაქეები ყვავილებს ტოვებენ და სანთლებს ანთებენ.

ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, მათგან საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი – თურქეთის.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას.

ხანძარი სასტუმრო “ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა

banner
წინა სტატიაშიდაღუპულ სპეცრაზმელს დღეს დაკრძალავენ
შემდეგი სტატიაქობულეთში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე გამოძიება დაიწყო