სასტუმრო ”ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიის გამო, 27 ნოემბერი გლოვის დღედ ცხადდება

ცხინვალის რეჟიმმა ქართული დროშა „დაატყვევა“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 2017 წლის 27 ნოემბერი, საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ ცხადდება.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ადმინისტრაციის ინფორმაციაშია ნათქვამი, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები.

”საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო ”ლეოგრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილებს გლოვობს. გლოვის დღეს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები”, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძარი გუშინ, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.

ოფიციალური ინფორმაციით, ხაძრის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზაცია 21 ადამიანს დასჭირდა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიაჭარის კრიმინალური პოლიციის უფროსი “ლეოგრანდში” გაჩენილ ხანძარზე – ვინც საჭიროა და ვინც მოწმის სახით არის დასაკითხი, ყველა იკითხება
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია – მზად ვარ, შევხვდე ყველა საპარლამენტო ფრაქციას და გავცე მათ შეკითხვებს პასუხი