სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სპორტული და კულტურული ღონისძიებები გაიმართა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრებთან – ფატი ხალვაშთან, ნუკრი ბეჟანიძესთან და რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებს დაესწრო.

როგორც „თაიმერს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ინიციატივა საქართველოს პარლამენტში ბათუმის 70-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარ დეპუტატსა და სპორტსმენ მუხრან ვახტანგაძეს ეკუთვნის და მის ამ წამოწყებას, ხელოვანებიც შეუერთდნენ.

რაგბიში, მკლავჭიდსა და ქუჩის ხელბურთში გამართული შეჯიბრებების შემდეგ, ღონისძიებების მონაწილეები ბათუმის მუსიკალურ ცენტრში შეიკრიბნენ, სადაც ტრაგედიისას დაღუპული 11 ახალგაზრდის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი და სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

სპორტული და კულტურული ღონისძიებები ამიერიდან ყოველწლიურად გაიმართება.

banner
წინა სტატიაში“სანამ მას ეს იდეა ტვინში მოეხარშებოდა, სამი თევა ამ თემაზე მთელი ოპოზიციური სპექტრი საუბრობს,” – გიორგი ახვლედიანი სააკაშვილის მიერ ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბარს ეხმაურება
შემდეგი სტატიასოფელ ურთაში ​მონადირეებმა მგელი მოკლეს