სასტუმრო “ლეოგრანდს” სახელს შეუცვლიან

ბათუმში სასტუმრო და სამორინე “ლეოგრანდს” სახელს შეუცვლიან. გადაწყვეტილება სასტუმროს მეპატრონემ ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახების და იურისტების შეხვედრის შემდეგ მიიღო.

“სასტუმროს მეპატრონემ ოჯახების პოზიციის გათვალისწინებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ სასტუმროს შეეცვალოს სახელი – აღარ ერქვას “ლეოგრანდი”. სახელი, წარწერა ძალიან მძიმეა ოჯახებისთვის და საზოგადოებისთვის. სასტუმრო და სამორინე “ლეოგრანდის” სახელით ფუნქციონირებას წყვეტს”, – განმარტა იურისტმა კახა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაში“ლომჯარია ხელისუფლების გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცეს და ობიექტურად კრიტიკული უნდა იყოს” – ოთო კახიძე
შემდეგი სტატია„სუს-ი პოლიტიკოსების მაკონტროლებელი ორგანოა“ – რომან გოცირიძე