ამ წუთებში რუსთავში, შარტავას გამზირზე მდებარე სასტუმრო ,,გაბიდანში” ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სასტუმროში მაღალი დაკვამლიანება შეინიშნება. როგორც “თაიმერისთვის” გახდა ცნობილი ცეცხლი ლოკალიზებულია. გავრცელებული ინფორმაციით დამწვარია 20 კვადრატული მეტრი.