სასტუმრო „არმაზის“ ერთ-ერთი მფლობელი გარდაცვლილი იპოვეს

ქობულეთში, სასტუმრო „არმაზის“ ერთ-ერთი მფლობელი, რომელშიც გაჩენილ ხანძარსაც ორი წლის წინ, რუსთავის ცეკვის ანსამბლის სამი წევრი ემსხვერპლა, გარდაცვლილი იპოვეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, 50 წლის, ზაზა (ჯემალ) ართმელაძემ სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და თავი ჩამოიხრჩო.
შსს-ს პრესსამსახური მომხდარ ფაქტს ადასტურებს. უწყების ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში,,დიანა ღურწკაია – პუტინელი აფერისტი,,
შემდეგი სტატიასაპატრიარქოს იურისტი: მეუფე პეტრეს სურდა პატრიარქი მოეკლა