სასწრაფოდ:ჰააგა 2008 წლის ომს გამოიძიებს

ჰააგა 2008 წლის ომს გამოიძიებს (სასწრაფო ნიუსი)

ჰააგა 2008 წლის ომს გამოიძიებს (სასწრაფო ნიუსი)ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორ ფატუ ბენსუდას შუამდგომლობა 2008 წლის ომის გარემოებების გამოძიების დაწყების თაობაზე.

საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო გამოიძიოს სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე 2008 წელს რუსეთთან ომის პერიოდში მოხდა.
როგორც სასამართლოს გვერდზე იტყობინებიან, გამოიძიებული იქნება 2008 წლის 1 ივნისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი.

ოქტომბერში ჰააგაში სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა საქართველოში იმყოფებოდა, რომელმაც მანამდე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა გამოძიების დასაწყებად ნებართვის მისაღებად.

ინფორმაცია განახლდება.

banner
წინა სტატიაშიხადურის დეკლარაციის მიხედვით უცხოურ ვალუტაში განთავსებული აქტივები ასე გამოიყურება
შემდეგი სტატიაგუგული მაღრაძე კანდელაკს პასუხობს (VIDEO)