სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა მარნეულში 48-ე უბანთან

მარნეულში ნიღბიანი სპეცრაზმელები გამოჩდნენ. სპეციალური დანიშნულების რაზმი ცდილობს, ნომერ 48-ე საარჩევნო უბანთან ვითარების განმუხტვას.

ადგილზე კვლავ რჩებიან მოქალაქეები, რომლებიც საარჩევნო პროესის მიმდინარეობას აპროტესტებენ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ ამ უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დარღვეულია და არჩევნები გაყალბდა.

შენობიდან სპეციალური დანიშნულების რაზმს კომისიის წევრები და დამკვირვებლები გაჰყავთ.

ამ დროისთვის დაკავებული არცერთი მოქალაქე არ არის.

ცოტა ხნის წინ 48-ე საარჩევნო უბანზე ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს შორის მოხდა დაპირისპირება. საარჩევნო უბანი ქვების სროლით დაარბიეს, დაშავდნენ მოქალაქეები და პოლიციელები.

specrazmi

banner
წინა სტატიაშიმოვუწოდებ ყველას დაგმონ ძალადობა, დაუშვებელია პოლიციელზე თავდასხმა – საია შსს-ს რეაგირებას სთხოვს
შემდეგი სტატიაშსს მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს