სასწრაფოდ გვჭირდება მძიმე არტილერია, ჯავშანმანქანები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და თვითმფრინავები – ზელენსკის მიმართვა მსოფლიოს

სხვადასხვა ექსპერტებმა განაცხადეს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, უკრაინა კვირაზე მეტ ხანს ვერ გაძლებდა. ჩვენ არა მარტო მოვახერხეთ რუსული არმიის შეჩერება – ჩვენ მათ უკან დავახევინეთ! მაგრამ ომის დასრულებამდე შორსაა. ეს მხოლოდ პირველი ტური იყო – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში, რომლითაც ის მსოფლიოს მიმართავს, როგორც მთავრობებს, ისე მოქალაქეებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაზე გაჩერებას არ აპირებს და რომ პუტინის სამიზნე მთლიანად ევროპაა. ამ ყველაფრისგან დასაცავად კი უკრაინას სჭირდება იარაღი:

“პუტინი და მისი არმია ცვლის სტრატეგიას. ისინი აძლიერებენ ძალისხმევას, რათა კიდევ უფრო გააძლიერონ ზეწოლა ხარკოვზე და დონბასის რეგიონში, მარიუპოლის ჩათვლით.
რუსეთი უკრაინასთან გაჩერებას არ გეგმავს. პუტინის პროპაგანდისტული მანქანა ღიად აცხადებს, რომ უკრაინის შემდეგ, „მომდევნო ლოგიკური სამიზნე“ ევროპაა. ასე რომ, ან დასავლეთი დაეხმარება უკრაინას ახლა პუტინის შეჩერებაში, ან პუტინი გააგრძელებს რუსეთის იმპერიის გაფართოებას და ამ პროცესში ათასობით ქალსა და ბავშვს დახოცავს. მან ეს უკვე გააკეთა მარიუპოლში, ხარკოვში, ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში.

რუსული აგრესიისგან მსოფლიოს გმირულად დაცვის გასაგრძელებლად, უკრაინას სჭირდება კონკრეტული იარაღი. მივმართავ მთელი მსოფლიოს მოქალაქეებს, დაეხმარეთ თქვენს მთავრობებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციებსა და თქვენი ქვეყნების ლიდერებს, გადასცენ უკრაინას რეალური საჭიროებები, რაც ხელს შეუწყობს ომის შეჩერებას.

სასწრაფოდ გვესაჭიროება მძიმე არტილერია, მძიმე ჯავშანმანქანები, საჰაერო თავდაცვის სისტემები და თვითმფრინავები” ამბობს ზელენსკი.

საჭირო იარაღის ჩამონათვალი ასეთია:

– საარტილერიო ნაწილები
– საარტილერიო ჭურვები
– სარაკეტო სისტემები;
– APC-ები (ჯავშანი პერსონალის გადამზიდავები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და ა.შ. );
– ტანკები (T-72, ან ამერიკული ან გერმანული ანალოგები);
– საჰაერო თავდაცვის სისტემები (S-300, BUK, ან მსგავსი თანამედროვე დასავლური საჰაერო თავდაცვის სისტემა);
– საბრძოლო თვითმფრინავი.
“ჩვენ ვთხოვთ მთელ მსოფლიოს გაერთიანდეს და დაგვეხმაროს ამ სასტიკ აგრესიასთან ბრძოლაში.
#იარაღიუკრაინაახლავე, რათა ერთად დავამარცხოთ ეს ბოროტება” – ამბობს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს შეხვდა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტად ჩემი არჩევის შემთხვევაში, საფრანგეთი ნატოდან გამოვა – მარინ ლე პენი