სასწრაფოდ: ავიადარტყმები სირიის საავადმყოფოებზე

28სირიის ჩრდილოეთით ორი საავადმყოფო დაიბომბა. ყველაზე ცოტა, დაღუპულია 10 ადამიანი – ამის შეასხებ “ბიბისი” ავრცელებს ინფორმაციას.
იდლიბის პროვინციაში დაბომბილი საავადმყოფოები საერთაშორისო ორგანიზაცია “ექიმები საზღვრებს გარეშეს” მხარდაჭერით მუშაობდნენ.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სარაკეტო დაბომბვის შემდეგ, მინიმუმ 8 თანამშრომელია დაღუპული. ამასთანავე, მათ არ იციან, კონკრეტულად რომელი ქვეყნის ავიაციამ განახორციელა დაბომბვა.

თავის მხრივ, ლონდონში არსებული სირიის ადამიანის უფლებების მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაბომბვა რუსულმა ავიაციამ განახორციელა.
ჯერჯერობით, აღნიშნულთან დაკავშირებით რუსულ მხარეს არ გაუკეთებია კომენტარი.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში დაღუპული მეომრების უკდავსაყოფად სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა
შემდეგი სტატია,,პირველად არ გვესმის, რომ სააკაშვილი ჩანაწერებს აკეთებდა ყველაზე, ვინც მისთვის მიუღებელი იყო”