უკრაინაში, ჟიტომირის ავტოგასამართ სადგურზე მძლავრი აფეთქება მოხდა

მედიის ინფორმაციით, კიევთან ახლოს, ჟიტომირის ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ ჰაერში სოკოს მსგავსი ღრუბელი გამოიკვეთა, ხოლო უახლოეს გზატკეცილზე გამოტყორცნილი ცეცხლი ავტობუსებსა და მანქანებს მოედო. შესაბამისი ვიდეოები უკრაინულ არხებზე გავრცელდა. უკვე ცნობილია რამდენიმე დაღუპულისა და დაშავებულების შესახებ.

ჟიტომირის საქალაქო საბჭომ უკვე გაავრცელა მოწოდებები მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც სახლში დარჩენას და კარ-ფანჯრების დაკეტვას ურჩევენ.

banner
წინა სტატიაშიისანში კაცმა მეზობელი მოკლა
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე ახალ მიმართვაში ხაზს უსვამს, რომ “ლელოს” არჩევნებში მონაწილეობა არ გადაუფიქრებია