სასწრაფო-გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მომსახურებისთვის ახალი სტანდარტები განისაზღვრა.
წალენჯიხის მუნიციპალ
ცვლილების შეეხება, როგორც სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციას, ისე ბრიგადების აღჭურვილობასა და ინფრასტრუქტურას. სიახლის მიზანია პაციენტის უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფა, ასევე მომსახურების ხარისხის გაზრდა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება.
ცვლილებების მიხედვით, სასწრაფო სამედიცინო და რეანიმობილის ბრიგადებისთვის სპეციალიზაციის მიხედვით, აუცილებელი აღჭურვილობების კომპლექტაცია განისაზღვრა. ცვლილებები, ასევე შეეხება სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადის სამედიცინო პერსონალის უწყვეტ პროფესიულ განათლებას. პროფესიული განვითარების მოთხოვნები განისაზღვრა ექიმების, უმცროსი ექიმების, პარამედიკოსებისა და ექთნებისათვის – მათ, ყოველწლიურად უწყვეტი პროფესიული განვითარების მიზნით, მომზადება-გადამზადების კურსები უნდა გაიარონ.

სტანდარტები შეეხება ავტომობილების ტექნიკურ გამართულობასაც. სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ლიცენზიის მისაღებად, ახალი ოპერატორის ყველა სატრანსპორტო საშუალებას, ტექნიკური დათვალიერება, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უნდა ჰქონდეს გავლილი. ამასთან, 2024 წლიდან ბაზარზე, სერვისის ახალი მიმწოდებლის ავტომობილების გამოშვების წელი, არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან კი 3 წელს.

დღეს, ქვეყნის მასშტაბით, 319 სასწრაფო და 22 რეფერალური დახმარების ბრიგადა (რეანიმობილი) მუშაობს. ყველა რეგიონშია განთავსებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილები.

ჯანდაცვის სამინისტრომ 2023 წლის ივლისში, ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, 120 ერთეული სასწრაფო დახმარების მანქანა, მათ შორის, 15 ერთეული რეანიმობილი შეიძინა, რომელთა გადაცემაც გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის უახლოეს მომავალში დაიწყება.


















