სასწრაფო დახმარების ექიმთა გულგრილობა და ცხელი ყავა

ჟურნალისტი დარეჯან კვარაცხელია სოციალურ ქსელში სასწრაფო დახმარების ექიმთა გულგრილობაზე წერს.”თაიმერი” უცვლელად გთავზობთ ჟურნალისტის ფეისბუქპოსტს.

“ოთხშაბათს საღამოს ე.ი. გუშინ 22:30 გამოვიძახე სასწრაფო დახმარება და ჯერაც არ მოსულა, გადავამოწმე 112-ში და მითხრეს ბრიგადა თავისუფალი არაა და როგორც კი გათავისუფლდება მოვაო. ეხლა 00:20 წუთია, სასწრაფო დახმარების სადგური ჩემი კორპუსის გვერდითაა, ჩავირბინე და ვთხოვე ექიმებს, დამეხმარეთ შვილს 40 გრადუსი სიცხე აქვს და მიშველეთ-თქო, ექიმმა ცხელი ყავა დალია და განაცხადა არ ინერვიულოთ, არაფერი მოუვა, ჩვენ ვერ გამოგყვებით 112 არეგულირებს ექიმების გამოძახებასო. 112 -ის მორიგე მეუბნება ექიმები გამოძახებაზე არიანო. ექიმები ჩაის და ყავას სვამენ, გარეთ 2 ავტომანქანა დგას. რა ქვია ამას იქნებ ვინმემ მიპასუხოს”-წერს ჟურნალისტი დარეჯან კვარცხელია “ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგი: ნატოს ტერორიზმთან ბრძოლაში მეტის გაკეთება შეუძლია
შემდეგი სტატია“ებობრჯით ბოშ არძაქ… მანგარ დაძაბულობა რე” „დოჩი“ „ნანუკას შოუში“