ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან სამ დღეში, სენაკის №3 საჯარო სკოლაც დაიკეტა. მიზეზი ექსპერტიზის დასკვნაა, რომლის მიხედვითაც შენობა ბავშებისთვის საშიშია.
დასკვნის მიხედვით, სკოლის არსებული შენობა ავარიულია და ახალი შენობის აშენებაა საჭირო.
სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, სკოლის შენობა ავარიულია.
„არა, ამას დახურვა არ ჰქვია. უბრალოდ, სკოლა იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში. სამხარაულის დასკვნა გვაქვს, რომ სკოლა არის ასაშენებელი, ანუ ბავშვებისთვის საშიშია იმ შენობაში ყოფნა.“, – აცხადებს რესურსცენტრის ხელმძღვანელი.
მისი თქმით, სენაკის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას ამავე მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლაში, მეორე სმენაში, 28 სექტემბრიდან განაახლებენ.








