სასტიკი მკვლელობა თემქაზე – 62 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 9, 2019 11:15

სასტიკი მკვლელობა თემქაზე – 62 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

თემქაზე 62 წლის სიმა მირზოევას მკვლელობის საქმეზე 57 წლის მამაკაცი დააკავეს. შსს მკვლელობის მოტივად ანგარებას ასახელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულმა 62 წლის ქალს ურთიერთშელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს თბილისში, თემქაზე, თავის ძმის ცოლს – 1957 წელს დაბადებულ გ.პ.-ს, ანგარების მოტივით, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბინიდან წაღებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ასევე, მიმდინარეობს აღნიშნულ დანაშაულის სხვა შესაძლო დანაშაულებრივი გარემოებების დადგენა და ბრალის დაზუსტება.

ამ დროისთვის გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 9, 2019 11:15

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


29,771
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics