სასტიკი მკვლელობა ლენტეხში – დაკავებულია სოფელ ჩიხარეშის რწმუნებულის მეუღლე

ლენტეხში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე დაკავებულია, სოფელ ჩიხარეშის რწმუნებულის მეუღლე. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

პოლიციამ საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელიც მოკლულის მასპინძელია. მიკროავტობუსის მძღოლზე თავდასხმის მთავარ ფიგურანტებს კი სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.

შემთხვევა კი სოფელ ჩიხარეშში ხუთ ივნისს მოხდა. სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად კი 47 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ცემაში სავარაუდოდ ოთხი პირი ფიგურირებს. ჩხუბის მიზეზად რამდენიმე ვერსია ვრცელდება, მათ შორის საუბარია ფულის გამოძალვაზეც.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიელისაშვილი – ლევან იოსელიანი ვიცე-სპიკერია და მე კომიტეტის თავმჯდომარეობა რომ მოვითხოვო, სწორი არ იქნება
შემდეგი სტატიაბოტკოველი – ხელისუფლება ცდილობს, დაფინანსების შეწყვეტით დაემუქროს ოპოზიციას – ცვლილებებს მხარს არ დავუჭერთ