სასტიკი მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – ბრალდებული მოზარდების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობისთვის ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა წინასწარი პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. როგორც ცნობილია, ბრალი დაუსწრებლად იმ პირსაც წარუდგინეს, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება.

დაკავებული არასრულწლოვანი კი, დუმილის უფლებას იყენებს.

გუშინ გვიან ღამემდე გაგრძელდა მოკლული თანასკოლელების მეგობრების დაკითხვაც. მათი ადვოკატის ინფორმაციით, ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ და მათთვის ცნობილ ინფორმაციას საგამოძიებო უწყებას აწვდიან.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს შინაგან საქმეთა მინისტრი. გიორგი გახარიას მტკიცებით, ამ დროისთვის 150-მდე მოწმეა დაკითხული, რომელთა დიდი ნაწილი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს პარლამენტში დღეს მოუსმენენ
შემდეგი სტატიათბილისის 51-ე და პირველ სკოლებთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული