სასტიკი მკვლელობა ხადას ხეობაში – ბრალდებულ მალხაზ კობაურს საკანში კითხავენ

ხადას ხეობაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ, მალხაზ კობაურს, ამ წუთებში საკანში კითხავენ. სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულთან გამომძიებელი დაახლოებით ერთი საათის წინ მივიდა.

კობაურის ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული გამოძიებას იმ ორი პირის გარეგნულ მახასიათებლებს აღუწერს, რომლებმაც ბექაურის განცხადებით მკვლელობა ჩაიდინეს.

ადვოკატი ამბობს, რომ სმიტების ოჯახის, მათ შორის 4 წლის ბავშვის მკვლელობაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი დამნაშავე არ არის და საზარელი მკვლელობა მის თვალწინ ორმა პირმა ჩაიდინა.

banner
წინა სტატიაშიმკვლელობა ხორავას ქუჩაზე – ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს
შემდეგი სტატიამძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა-შეუტყობინებლობა მკაცრად დასჯადი ხდება