სასტიკი ანგარიშსწორება პოლიტიკური არჩევანის გამო რუსთავში: “ეჭვი გვაქვს, “კასტეტით” არის ნაცემი

სასტიკი ანგარიშსწორება პოლიტიკური არჩევანის გამო – რუსთავში, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს სცემეს. ივანე გველესიანს გუშინ, გვიან ღამით, საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან თავს დაესხნენ.

გველესიანი სახის ძვლების მძიმე დაზიანებით კლინიკა “რუსთავშია” მოთავსებული – დაზარალებულს ამ წუთებში გამომძიებელი კითხავს. როგორც თავად დაზარალებული ყვება, ის თავდამსხმელს არ იცნობს.

“სიგარეტი მოსთხოვა. პირბადე ეკეთა და კეპი ეხურა ეხურა, ამიტომ ამბობს, ვერ ამოვიცნობო. იყო გაფრთხილება, რომ შეშვებოდა პოლიტიკურ აქტივობას, რამდენიმე დღის წინ განცხადებაც დაწერა სამსახურიდან წამოსვლის თაობაზე და შემდეგ პოლიტიკური აქტიურობის გამო ფიზიკურად გაგისწორებითო გააფრთხილეს და სისრულეშიც მოიყვანეს. ეჭვი გვაქვს, რომ “კასტეტით” არის ნაცემი”,- ამბობს ვანო გველესიანის ნათესავი, გიორგი ბურჯანაძე.

აღსანიშნავია, რომ ვანო გველესიანი რუსთავის მერიის ერთ-ერთ აიპში მუშაობდა. თუმცა თავისუფალი პოლიტიკური ნების შეზღუდვის გამო მან რამდენიმე დღის წინ “ქართული ოცნებიდან” ოპოზიციის რიგები დატოვა და “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთო.

 

banner
წინა სტატიაში“ტეხავს”- მიხეილ სააკაშვილი თბილისსა და სხვადასხვა ქალაქებში სიძულვილის ბანერების კიდევ ერთხელ გაკვრას ეხმაურება
შემდეგი სტატიახმაური დმანისში- დაჭრილია ოპოზიციის 2 მხარდამჭერი