სასტიკად დასჯილი ბიზნესმენი – “ნილის” არაფორმალურ მფლობელს, “გლობუსას” ყური მოაჭრეს

საქმის განგსტერული გარჩევა და ბიზნესმენი, რომელიც სასტიკად დასაჯეს – სანდო წყარო „კურიერს“ უყვება, რომ ირაკლი გიორგობიანი იგივე “გლობუსა” გაიტაცეს. წყაროს ცნობით, კრიმინალური გარჩევის დროს უკვე ბრალდებულმა გიორგი ნინოშვილმა ზაჰესის ხიდთან მას ყური მოაჭრა.

კრიმინალური გარჩევა ირაკლი გიორგობიანის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება. ის კომპანია “ნილის” ერთ-ერთი არაფორმალური მფლობელი იყო. კომპანია რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისის საბავშვო ბაღებს საკვებით უზრუნველყოფდა. არსებული ინფორმაცით, გიორგობიანმა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ მისი კომპანიის თანამშრომელი ფარულ გარიგებაში იყო კონკურენტ ფირმასთან, რასაც საქმის გარჩევა მოყვა. დაპირისპირება კი სისხლიანი გარჩევით დასრულდა და “გლობუსას” ყური მოაჭრეს.

გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაცით, კრიმინალური გარჩევა და გატაცებები სახელმწიფო შესყიდვებს უკავშირდება და ბიზნესმენსაც ყური ბიუჯეტის ფულისთვის ომის გამო მოაჭრეს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ბიზნესმენებს ქვეყანაში უკვე განგსტერული მეთოდებით ებრძვიან.

ბიზნესმენის არაკანონიერი გზით დასჯის შესახებ ინფორმაცია ძალოვანმა უწყებამ “კურიერის” დაინტერესების შემდეგ გაავრცელა.

banner
წინა სტატიაში3.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ონთან
შემდეგი სტატიაგაგებაში არ ვარ – კალაძე ამტკიცებს, რომ ყურის მოჭრით დასჯილი “გლობუსას” შესახებ არაფერი იცის