“გთხოვთ გაავრცელოთ ჩემი თხოვნა!
სასოწარკვეთილებაში მყოფი გთხოვთ დახმარებას!!!
ჩემო ძვირფასო მეგობრებო! ჩვენი ოჯახი უდიდეს განსაცდელშია. ისრაელში, ტერორისტული თავდასხმის დროს გაუჩინარდა ჩვენი უმცროსი გოგონა, ჩვენი თამუკი. ბევრი თქვენგანი იცნობს მას, შეიძლება ითქვას, რომ ის თქვენს თვალწინ გაიზარდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ვიღაც უცნობის მიერ გავრცელებული სიის მიხედვით, თამუკი იმალებოდა ერთ-ერთ თავშესაფარში. გოგონას ყველგან ეძებენ. ეძებს მამა ისრაელის ჯართან ერთად, რომლებიც ათავისუფლებენ და ასუფთავებენ ტერიტორიებს ტერორისტებისგან. თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ, თამუკი არსად ჩანს.
სასოწარკვეთილებაში ვარ და უმწეობა მანადგურებს, მით უმეტეს, რომ ვარ თბილისში, ოჯახისგან შორს და ვერაფერს ვაკეთებ თამუკის მოსაძებნად. თანაც ვუვლი ავადმყოფ დედას, რომელსაც ამ ამბავს ვუმალავთ.
გთხოვთ ყველას, განსაკუთრებით კოლეგებს, ჟურნალისტებს.
გთხოვთ, ნუ განმსჯით ამისთვის და უბრალოდ, დამეხმაროთ ცნობილ ექსტრასენსის პოვნაში და მისი კონტაქტის მოძიებაში. იქნებ გვითხრან, სად ვეძებოთ ჩვენი გოგონა. თქვენ ამაში ნამდვილად შეგიძლიათ დახმარება, მეგობრების, მათი მეგობრებისა და ნაცნობების მეშვეობით.” – წერს ჟურნალისტი, მედეა კორსანტია.