24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

სასმლისა და წყლის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 4 წლით გადავადდა

მთავრობის დადგენილებით, სასმლისა და წყლის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 4 წლით გადავადდა.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, რეგულაციის ამოქმედების ვადად 2031 წლის 1-ლი თებერვალი განისაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ 3-ლიტრამდე სასმელი წყლისა და 20-ლიტრამდე ალკოჰოლური, არაალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელების პლასტმასის ბოთლებში წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია (გარდა ექსპორტისა), 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან უნდა აკრძალულიყო. თუმცა, მთავრობის ამ გადაწყვეტილებას, ბიზნესის მხრიდან კრიტიკა და რამდენიმე შეხვედრა მოჰყვა.

მოგვიანებით, პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად, მთავრობამ რეგულაციის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

„როგორც მოგეხსენებათ, პლასტმასის მოხმარება ზიანს აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე გარემოს. რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა პლასტმასის მოხმარების შემცირების მიმართულებით ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.

თუმცა ამავდროულად, უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესთან დაკავშირებული გვერდითი ფაქტორები, მათ შორის ბიზნესის სუბიექტური ინტერესები, ასევე, კონკრეტული რეგულაციების შესაძლო გავლენა სამომხმარებლო ფასებზე.

ბიზნეს სექტორთან გვქონდა აქტიური კონსულტაციები. მადლობა ამისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს. ამ კონსულტაციების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით, 2031 წლის პირველ თებერვლამდე“,– განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიაქციზის გაუქმება საწვავის ფასის შემცირების ეფექტიანი მექანიზმი ვერ იქნება – კომისიის დასკვნა
შემდეგი სტატიამიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლება და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენება- პროკურატურამ 1 პირს ბრალდება წარუდგინა