29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

სასკოლო ფორმების შემოღება დაწყებით კლასებში — 60 000 ქულაზე ნაკლების მქონე ოჯახების შვილები ფორმებს უფასოდ მიიღებენ

,,გაფორმდა ხელშეკრულება ბაზრის კვლევაში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფს სასკოლო ფორმების შეკერვას დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის… მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დავაანონსეთ და მთავრობის დადგენილებით დავამტკიცეთ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სკოლებში, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის, ფორმების შემოღება. ხელშეკრულების თანახმად, სასკოლო ფორმების მიწოდება სკოლებისთვის სამ ეტაპად განხორციელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა მოსწავლე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა, ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, 60 000 ქულაზე ნაკლებია, ფორმას უფასოდ მიიღებს.

ზაფხულის პერიოდში გამოქვეყნდება დეტალური ინფორმაცია ფორმის ერთი კომპლექტის ღირებულებასთან დაკავშირებით, ასევე, იმის შესახებ თუ რა ფორმით მოხდება სხვადასხვა ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში სასკოლო ფორმების საზოგადოებისთვის მიწოდება”,_  ამბობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე.

banner
წინა სტატიაშიახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 ივნისი
შემდეგი სტატიატუსკი: პოლონეთსა და უკრაინას შორის არსებული კონფლიქტი პუტინს ახარებს