სასჯელის ვადა – მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 1, 2018 10:04

სასჯელის ვადა – მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებისთვის სასჯელის ვადას მოსამართლე დღეს გამოაცხადებს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:30 საათზეა დანიშნული.
ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გუშინდელ სხდომაზე დაადგინა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 1, 2018 10:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics