სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საკოორდინაციოშეხვედრა გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საკოორდინაციოშეხვედრა გაიმართასასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში არასამთავრობოორგანიზაციებთან, რომლებიც პატიმრების, ყოფილი პატიმრებისა დამსჯავრდებულებისთვის კონკრეტულ პროექტებს განახორციელებენ,საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიადმიხანაშვილმა გახსნა, რომელმაც აღნიშნა, რომ სამინისტრო მზადააარასამთავრობო ორგანიზაციებს პროექტების განხორციელების პროცესში, თავისმხრივ, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი. მინისტრის მოადგილემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგანმათი ხედვების, პროექტების დეტალების, ვადების, განხორციელების გზების,დაგეგმილი აქტივობების და მოსალოდნელი შედეგების შესახებ დეტალურიინფორმაცია მოისმინა. საუბარი შეეხო სამინისტროსა და აღნიშნულიორგანიზაციების თანამშრომლობის მნიშვნელობასა და ფორმებს. დაზუსტდარეგიონები და მუნიციპალიტეტები, ასევე, ის პენიტენციური დაწესებულებები,რომლებსაც აღნიშნული პროექტები დაფარავს. „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში ექვსი არასამთავრობოორგანიზაციის პროექტების პრეზენტაცია განხორციელდა, რომლებიც უშუალოდიმუშავებენ პენიტენციისა და პრობაციის სისტემაში დაგეგმილი რეფორმებისგანვითარების მიმართულებით. დეტალურად განვიხილეთ პროექტები, რომლებიცსასარგებლო იქნება როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირებისთვის,ასევე, მათთვის, ვინ ახლო მომავალში დაწესებულებას დატოვებს. ამდენად,მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია, როგორც უშუალოდსასჯელაღსრულების სისტემისთვის, ასევე, მთლიანად ქვეყნისთვის“, – განაცხადაზვიად მიხანაშვილმა. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტებს ორგანიზაციები -„სამოქალაქო განვითარების სააგენტო“, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“, „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალურიდა სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT“, „დემოკრატიის ინსტიტუტი“,„საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“, „ჰილსვერკ ავსტრიაინტერნაციონალი“ პატიმრების, ყოფილი პატიმრების, პირობითმსჯავრდებულებისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისა და მოზარდების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით განახორციელებენ.ბენეფიციარებისთვის გათვალისწინებულია იურიდიული და ფსიქო-სოციალურიდახმარება; სარეაბილიტაციო და არტ თერაპიის კურსები; პროფესიულიმომზადება; ტრენინგები; სოციალური საწარმოების გახსნა და დასაქმება და სხვასახის აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს მათ რესოციალიზაციას,გათავისუფლებისთვის მომზადებას, რეინტეგრაციას საზოგადოებაში დაგანმეორებითი დანაშაულის პრევენციას. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მართლმსაჯულებისპროგრამების ხელმძღვანელის პიტერ დენისის განცხადებით, სამინისტროსა დაპროექტების განმახორციელებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორისკოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მან დადებითად შეაფასა ის, რომ ყველამხარე შედეგზეა ორიენტირებული და აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებშიბენეფიციარებისთვის მიწოდებული სერვისების სისტემურობის უზრუნველყოფაუნდა მოხდეს და ეს პროცესი პროექტების დასრულების შემდეგაც გაგრძელდეს.პიტერ დენისმა ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით ბენეფიციარებისსათანადოდ ინფორმირების და პროექტების ხარისხიანად განხორციელებისმნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მხარეები მჭიდრო კომუნიკაციასა და საჭირო ინფორმაციის გაცვლაზეშეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ პროექტებისა და ბენეფიციარებისთვისგათვალისწინებული სერვისების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტი გამოიცემა,რომელიც გათავისუფლებისას მსჯავრდებულებს დაურიგდებათ. ამასთან, უშუალოდპენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების ინფორმირება სოციალურიმუშაკების მეშვეობით მოხდება. შეხვედრა EU4Justice: პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერისპროექტის მხარდაჭერით შედგა. მასში სასჯელაღსრულებისა და პრობაციისსამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები, პრობაციისეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობა, ასევე, პროექტების განმახორციელებელიარასამთავრობოების პარტნიორი ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. მომდევნოშეხვედრაზე, რომელიც სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გაიმართება, პირველადშედეგებზე იმსჯელებენ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში რუსეთის საელჩო ბავშვებზე მოქალაქეობას დაჩქარებული წესით გასცემს
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე-დაქტო პარალმენტის დეპუტატები (ფოტო)