სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადება

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულმა, რომელსაც ყელის არეში დაზიანებები აღენიშნება, ერთჯერადი საპარსის პირით თვითდაზიანება მიიყენა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მსჯავრდებული ჩ.ნ საკანში 3 თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა და თვითდაზიანების მიყენება სწორედ მათი ჩვენებებით დგინდება.

„მსჯავრდებულმა ჩ.ნ.-მ 10 თებერვალს საკნის საპირფარეშოში თვითდაზიანება მიიყენა. მსჯავრდებულს ციხის ადმინისტრაციამ მყისიერად აღმოუჩინა სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც ის დაუყოვნებლივ იქნა გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურად მძიმეა.

მსჯავრდებული ჩ.ნ საკანში 3 თანამოსაკნესთან ერთად იმყოფებოდა. მომწეთა ჩვენებით, სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა თვითდაზიანება მიიყენა ერთჯერადი საპარსის პირით.

გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 115-ე მუხლით აწარმოებს“, – ნათქვამია სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიწმინდა ნიკოლოზის ეკლესიასთან მამაკაცი ჩაცხრილეს
შემდეგი სტატიასაბავშვო ბაღების კვებით უზრუნველყოფის ტენდერში გამარჯვებულად კომპანია “ნილი” გამოცხადდა