სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ტრენინგი ,, პენიტენციურიდაწესებულების ეფექტიანი მართვა“ დაიწყო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელებისთვის ტრენინგი „პენიტენციური დაწესებულების ეფექტიანი მართვა“დაიწყო.

ტრენინგი უწყების სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, ევროკავშირისა დაევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის – „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვასაქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში 2“ ფარგლებშიტარდება. ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილეზვიად მიხანაშვილი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელისმოადგილე ანა ზეცი, ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარქალდანი და პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერულითანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე დაესწრნენ.სასწავლო ცენტრში შემუშავებული პროგრამის მიხედვით, ტრენინგი რამდენიმე ეტაპადჩატარდება. სწავლების მიზანია პენიტენციური დაწესებულებების დირექტორებისა დამოადგილეების ინფორმირება დაწესებულებების მართვასთან დაკავშირებულმნიშვნელოვან საკითხებზე, რაც მათი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებასშეუწყობს ხელს. სწავლების პირველ ეტაპზე ტრენინგის მონაწილეები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვანსაკითხებს, როგორიცაა: ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, წამების,არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის პრევენცია პენიტენციურსისტემაში. ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვა პენიტენციურ სისტემაში. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის ზვიად მიხანაშვილისგანცხადებით, სამინისტრო ევროსაბჭოსა და ევროკავშირთან ერთად ახორციელებსპროექტს „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა ციხეებსა და დახურული ტიპისდაწესებულებებში“. „ექსპერტებისგან მოვისმენთ კვალიფიციურ მოსაზრებებსა და ანგარიშს. ვფიქრობ,აღნიშნული ტრენინგი ძალიან მნიშვნელოვანია პენიტენციური დაწესებულებებისხელმძღვანელებისთვის, რადგან მათ უშუალო შეხება აქვთ პატიმრებთან. მათყოველდღიურ საქმიანობაში უწევთ ერთის მხრივ ადამიანის უფლებების დაცვა, მეორესმხრივ უსაფრთხოებისა და სარეჟიმო ნორმების შენარჩუნება, რათა ოქროს შუალედი არდაირღვეს,“-განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ ანა ზეცმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭო მოხარულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის შესაძლებლობით. „აღნიშნული ტრენინგი ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით ტარდება, რათა დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას პენიტენციური სისტემა მაქსიმალურად დაუახლოვდეს როგორც ევროპულ, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებს. აღნიშნული ტრენინგი მნიშვნელოვანია იმით, რომ პენიტენციური სისტემისთვის ეროვნული სამოქმედო სტრატეგია შემუშავდება. ასევე, გაუმჯობესდება პენიტენციური დაწესებულებების მმართველი რგოლების შესაძლებლობები,“-განაცხადა ანა ზეცმა.
პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ადამიანის უფლებათა დაცვა. „ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ქვეყანას პირველად აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია და ამ სტრატეგიის ნაწილია ადამიანის უფლებები და სასჯელაღსრულების სისტემა. შეუძლებელია ეფექტიანი მართვის განხორციელება ადამიანის უფლებათა დაცვის გარეშე და იმ სტანდარტების გათვალისწინების გარეშე,რომელთაც მოიცავს სხვადასხვა საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, რომლის ნაწილიც არის საქართველო. ამის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფმა პირებმა დირექტორების სახითმიიღონ განახლებული ინფორმაცია ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებსა და მართვის სისტემაზე პენიტენციური დაწესებულებების, მეორეს მხრივ კი ვისაუბროთ პრაქტიკულ გამოწვევებზე, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად აწყდებიან,“-განაცხადა სოფიო ჯაფარიძემ. პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელების გადამზადების მეორე ეტაპი მიმდინარე წლის ოქტომბერში განხორციელდება

banner
წინა სტატიაშიხვალიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი პეკინის ქუჩაზე ორმხრივად იმოძრავებს
შემდეგი სტატიასოფიო ქაცარავა კომიტეტის წევრებთან ერთად, სერბეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა