სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო სისხლის დონაციის აქციას შეუერთდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ დონორთა უანგარო აქციას „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ მეორედ შეუერთდა.

დონაციის აქციის დროს გაღებული სისხლით საქართველოს სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებების უსაფრთხო სისხლის კომპონენტებით უზრუნველყოფა მოხდება.

„სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ დირექტორის მოადგილე მარინა რუხაძემ სასჯელაღსრულების სამინისტროს აქციაში ჩართვისა და სისხლის უსასყიდლოდ ჩაბარებისათვის მადლობა გადაუხადა.

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლები, უკვე მეორედ, აქტიურად არიან ჩართულნი აქციაში. ისინი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობით აბარებენ სისხლს და თითოეული მათგანის მიერ გაღებული სისხლი გადაარჩენს მრავალი ადამიანის სიცოცხლეს და შეუნარჩუნებს ჯანმრთელობას“, – განაცხადა მარინა რუხაძემ.

დონაციის აქციაში ჩართული იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ყველა სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომელი, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალი. სამინისტროს თანამშრომლები მსგავს აქციებში მონაწილებას მომავალშიც გეგმავენ.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს 22 წევრის საგანგებო განცხადება – ენმ ყრილობისთვის ემზადება
შემდეგი სტატიააგარასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა