სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პატიმრების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს განცხადებით ეხმაურება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებას

გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელიასასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო პატიმრების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს განცხადებით ეხმაურება.

სამინისტრროს განცხადების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციას სასამართლოს მიერ დანიშნული საპატიმრო სასჯელისა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის აღსრულება წარმოადგენს. შესაბამისად, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობის ზრდა, ან შემცირება სამინისტროზე არ არის დამოკიდებული.

„სამინისტრო აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. კერძოდ, 2011 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობა 24 114 იყო, 2012 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით – 19 349, 2013 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით – 9 093, 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით – 10 372, ხოლო 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კი – 9 716 მსჯავრდებული/ბრალდებული. აღნიშნული მონაცემი ყოველდღიურად ცვალებადია და სამინისტრო ყოველდღიურ სტატისტიკას აწარმოებს“, – აცხადებენ სამინისტროს წარმომადგენლები.

უწყების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მხარდაჭერით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებაზე მუდმივად ზრუნავს, რათა პატიმართა რაოდენობა შემცირდეს და ზედამხედველობისა და კონტროლის თანამედროვე მექანიზმები (შინაპატიმრობა)დაინერგოს.

გარდა ამისა, მსჯავრდებულთა ვადამდე სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებისა და სასჯელის შემსუბუქების მიზნით, სამინისტროს ხუთი ადგილობრივი საბჭო ყოველთვიურად განიხილავს იმ პირთა საქმეებს, რომლებმაც უკვე მოიხადეს სასჯელის შესაბამისი ვადა. მხოლოდ 2015 წლის განმავლობაში, ამ მექანიზმის მეშვეობით 1069 მსჯავრდებულმა დატოვა პენიტენციური დაწესებულება.

რაც შეეხება დაწესებულებებში სიმჭიდროვის საკითხს, როგორ უწყებაში განმარტავენ, ციხის გადატვირთულობის პრობლემა აღარ არსებობს.

„მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები და ფართი დღეისთვის სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს, რაც დასტურდება როგორც თავად ევროპის საბჭოს, ისე სხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების დასკვნებით. კერძოდ, ერთ მსჯავრდებულზე გათვალისწინებულია 4 კვადრატული მეტრის ფართი“, – აღნიშნულია სასჯალეღასრულების სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს ანგარიშის თანახმად 2015 წელს საქართველოში პატიმრების რაოდენობა გაიზარდა. ციხეებში პატიმრების რაოდენობასთან დაკავშირებით ანგარიში ევროსაბჭომ გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ციხეებში 2014 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 9 093 პატიმარი იმყოფებოდა. 2015 წლის 1 იანვრის მონაცემებით კი, საქართველოში 10 372 პატიმარი იყო. 2015 წლის მონაცემებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოველ 100 ადგილზე 47,8 პატიმარი მოდის. 2014 წლის მონაცემებით კი პატიმართა სიმჭიდროვე ყოველ 100 ადგილზე 42,5-ს შეადგენდა.

banner
წინა სტატიაშიბანგლადეშის ნაპირებზე ჩამოვარდნილი Ан-26-ის ეკიპაჟი უკრაინელებისგან შედგებოდა
შემდეგი სტატიააიდახოს პრაიმერიზე კრუზმა ტრამპი დაამარცხა