კახი კახიშვილი თბილისის საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო ფრანგ ხალხს მიუსამძიმრა და თბილისის საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
მინისტრის განცხადებით, ტერორიზმთან ბრძოლაში სახელმწიფოებმა კონსოლიდირებულად უნდა იმოქმედონ და ვანდალიზმს ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს.
“ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. ერთ წამში შეიცვალა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე. აღარაფერს ვამბობ იმ დაღუპულების შესახებ, რომლებიც აღარ არიან ჩვენთან ერთად. შეიცვალა არამხოლოდ დაღუპული ადამიანების ოჯახების, არამედ მთელი მსოფლიოს ცხოვრება. ამ თავხედურმა გამოწვევამ ქვეყნები დიდი ამოცანის წინაშე დააყენა. ვფიქრობ, კონსოლიდირებულად უნდა გაეცეს სერიოზული, ადექვატური რეაგირება ვანდალიზმს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ტერორიზმი და ტერორისტები ადექვატურ პასუხს მიიღებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, ამ შემთხვევაში მთელი მსოფლიოს, ცივილიზებული სამყაროს გვერდით ვდგავართ”, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
13 ნოემბერს პარიზში სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. ბოლო მონაცემებით 150-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

banner
წინა სტატიაშიქარმა ნაძვის ხე ასფალტიდან ფესვებიანად მოგლიჯა და ავტომანქანებს დაეცა
შემდეგი სტატია„ჩვენ შეგვიძლია მოვუმატოთ 50 ლარი პენსიონერს, თუ ამ თანხას არ დავხარჯავთ ჯანდაცვაში”