სასჯელაღსრულების უწყების ცნობით, ბათუმში მსჯავრდებულებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებას

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ბათუმში გამართულ აქციას გამოეხმაურა. პატიმრების ახლობლები აცხადებდნენ, რომ მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მათ შესაბამისი მკურნალობა არ უტარდებათ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით კი N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულების გ.გ., ჯ.ც. და ბ.დ-ს შეთავაზებული აქვთ ყველა საჭირო სამედიცინო სერვისი.

„მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდის პერიოდში მრავალჯერადად გაეწიათ სამედიცინო მომსახურება. ისინი კონსულტირებული არიან სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტთა მიერ და ჩატარებული აქვთ არა ერთი კვლევა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, მსჯავრდებულთა ჯანმთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ისინი იმყოფებიან მედპერსონალის დინამიური მეთვალყურეობის ქვეშ და მომავალშიც გაეწევათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. მათ დადგენილი დიაგნოზების შესაბამისად უტარდებათ მკურნალობა.

banner
წინა სტატიაში“მაესტროს” ჟურნალისტები ითხოვენ, სასამართლო დავის დასრულებამდე დირექტორის უფლებამოსილება ბაია გადაბაძემ შეასრულოს
შემდეგი სტატიაბაია გადაბაძე: ლევანი ვერ შემოვა როგორც დირექტორი