სასჯელაღსრულების სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო ვაკანსიას აცხადებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებას

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო, სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს წევრის კანდიდატურაზე ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანსია არასამთავრობო ორგანიზაციის კვოტით ცხადდება და არაანაზღაურებადია.

ადგილობრივი საბჭოების წევრობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რეგისტრაციაში გატარების მომენტისთვის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ითვალისწინებს.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის გამოცდილება.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადგილობრივი საბჭოს წევრობის კანდიდატურები, სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოში, ვაკანსიის გამოცხადებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში უნდა წარადგინონ.

კანდიდატი საბჭოს მიერ წარდგენის ვადის ამოწურვიდან ხუთ დღეში შეირჩევა და დასამტკიცებლად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს წარედგინება.

საკოორდინაციო საბჭოში შესულ მიმართვას უნდა ახლდეს ადგილობრივი საბჭოს წევრობის კანდიდატის რეზიუმე და სამოტივაციო წერილი.

აღნიშნული დოკუმენტები და კანდიდატისთვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაცია მიიღება ელ.ფოსტაზე: g.ujmajuridze@moc.gov.ge, 2016 წლის 11 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით. საკონტაქტო ტელ: (+995 32) 231 27 47 (7420), 1500 (7420).

banner
წინა სტატიაშიბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ 56-ე ბაღის პედაგოგი საყვედურს მიიღებს
შემდეგი სტატიაშსს-მ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო