(+ვიდეო) სასჯელაღსრულების სამინისტრო ადასტურებს, რომ პატიმარმა რუსთავის სასამართლოდან გაქცევა მოახერხა

გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო რუსთავის საქალაქო სასამართლოდან პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პატიმარმა სასამართლოდან გაქცევა სამედიცინო დახმარების გაწევის დროს მოახერხა.

“ბრლდებულმა ო.გ.-მ, რომელიც დღეს სასამართლო პროცესზე დასწრების მიზნით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში იყო გადაყვანილი, პროცესის დაწყებამდე სპეციალურ ოთახში შეუძლოდ ყოფნა მოიმიზეზა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება მოხდა. ბრალდებულმა სამედიცინო პერსონალის მოსვლის შემდეგ, მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის პერიოდში სასამართლოს შენობიდან გაქცევა მოახერხა. ამჟამად მიმდინარეობს ძებნა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

https://www.youtube.com/watch?v=n6uUfLIpagc&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშირუსთავის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ხშირად მეც ვყოფილვარ აგრესიული რიტორიკის ობიექტი