სასჯელაღსრულების დაწესებულის ექთანს ვაქცინის გაკეთების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა

სასჯელაღსრულების დაწესებულის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა.

“პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში რეგიონიდან კვირას გადმოიყვანეს. ის იყო ვაქცინირებული. მისი მდგომარეობა დღეს დამაკმაყოფილებელია, მსუბუქია, ანალიზები ნორმის ფარგლებშია. კომპიუტერული ტომოგრაფიის თანახმად, მისი ფილტვების დაზიანება 1 ქულასაც არ შეადგენს. ჰოსპიტალიზაციის დროს ტემპერატურა აღენიშნებოდა, თუმცა, ბოლო ორი დღეა სიცხე არ აქვს. აღენიშნება დაავადებისთვის დამახასიათებელი საერთო სისუსტე, რაც პაციენტის ჯანმრთელობისთვის საგანგაშო და პრობლემატური არაა. ის თავს კარგად გრძნობს“,- აცხადებენ ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში

არსებული ინფორმაციით, ექთანს ვაქცინაციამდე, კორონავირუსზე ტესტი გაუკეთდა, თუმცა პასუხი უარყოფითი იყო.

banner
წინა სტატიაშისეისმოლოგების პირველადი დასკვნა – მეწყერი დღეში დაახლოებით 5სმ-ით გადაადგილდება
შემდეგი სტატიათურქეთში ქართველი ქალი მოკლეს