სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოადგილობრივი საბჭოების წევრობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებას

საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციოსაბჭო სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების წევრობის კანდიდატთა შესარჩევკონკურსს აცხადებს. კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ თანამდებობებზე (ანაზღაურების გარეშე):  აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო – 2 ვაკანსია(არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესისაგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1წარმომადგენელი); აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო – 2 ვაკანსია(არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესისაგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1წარმომადგენელი); დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო – 2 ვაკანსია(არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესისაგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1წარმომადგენელი); არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო – 2ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესისაგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1წარმომადგენელი); ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო – 2ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესისაგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1წარმომადგენელი).სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოებისწევრობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულარასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია,რეგისტრაციაში გატარების მომენტისთვის, ადამიანის უფლებათა დათავისუფლებათა დაცვას ითვალისწინებს; საქართველოს კანონმდებლობისშესაბამისად რეგისტრირებულ უმაღლესისაგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს. თბილისი, სანდრო ეულის N3 www.moc.gov.geსაკონტაქტო პირები:
კონკურსში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისთვისსაჭიროა საქმიანობის გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში.უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს კი, უნდაჰქონდეს სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, ფსიქოლოგიის ან სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერების განხრით მუშაობის გამოცდილება, ხოლოზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის შერჩევისას,უპირატესობა იმ პედაგოგს მიენიჭება, რომელსაც კანონთან კონფლიქტში მყოფმოზარდებთან მუშაობის გამოცდილება აქვს.არასამთავრობო ორგანიზაციებმა და უმაღლესი/ზოგადსაგანმანათლებლოდაწესებულებების წარმომადგენლებმა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოსწევრობის კანდიდატურები ვაკანსიის გამოცხადებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში,სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოში უნდა წარადგინონ. ადგილობრივი საბჭოსწევრობის კანდიდატი კანდიდატურის წარდგენის ვადის ამოწურვიდან ხუთი დღისვადაში შეირჩევა და მინისტრს დასამტკიცებლად, ადგილობრივი საბჭოს წევრისუფლებამოსილების გასვლამდე არაუგვიანეს ხუთი დღისა წარედგინება. საკოორდინაციო საბჭოში შესულ მიმართვას ადგილობრივი საბჭოს წევრობის კანდიდატის რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა ახლდეს. აღნიშნული დოკუმენტების და კანდიდატისთვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაციის გადაგზავნაშესაძლებელია ელ.ფოსტაზე – gujmajuridze@moc.gov.ge, დამატებითი ინფორმაციის მიღება კი, სატელეფონო ნომრებზე – (+995 32) 231 27 47 (7420), 1500 (7420).საბუთების მიღება 2016 წლის 27 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით იწარმოებს.

banner
წინა სტატიაში“მცურავი კურსის პირობებში ვალუტის გაუფასურებას აუცილებლად გამყარება მოჰყვება”
შემდეგი სტატია“კარფურის” მაღაზიათა ქსელში ხანძარი გაჩნდა