,,სასჯელაღსრულების ახალი ტიპის დაწესებულების მშენებლობა მნიშვნელოვანი იქნება ქურდული მენტალიტეტის აღმოფხვრის კუთხით”

სასჯელაღსრულების ახალი ტიპის დაწესებულების მშენებლობა მნიშვნელოვანი იქნება ქურდული მენტალიტეტის აღმოფხვრის კუთხით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სასჯელაღსრულების მიმართულებით ხარისხობრივი და თვისობრივად დიდი ცვლილებებია.

”ეს არის სფერო, რომელზეც ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ხაზს უსვამს პროგრესს. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომ ახალი ტიპის დაწესებულებების მშენებლობა მოხდეს ერთობლივად და მასშტაბურად, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ქურდული მენტალიტეტის აღმოფხვრის კუთხით. ჰუმანური მეთოდების შემოღების მიზნით ყალიბდება დაწესებულებები, რომლებიც რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს და პატიმრებს მოამზადებს თავისუფალი ცხოვრებისთვის. არაერთი ასეთი ნაბიჯის გადადგმა იგეგმება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია – სემეკის მთავარი როლი იქნება, ეკონომიკური რეგულატორები ისე დაადგინოს, რომ კმაყოფილი გვყავდეს მომხმარებელი
შემდეგი სტატიაჩემი გუნდის წევრები გაჩეჩილაძემ შეურაცხმყოფელად მოიხსენია, ჩემს კომენტარს მოჰყვა პოლიტიკური ქარიშხალი – არიქა გადადგება, მინდა გავაწბილო ყველა, ვინც ამას ტირაჟირებს