სასჯელაღასრულების დაწესებულებებში სარემონტო სამუშაოებზე თავად მსჯავრდებულები დასაქმდებიან

სასჯელაღასრულების დაწესებულებებში სარემონტო სამუშაოებზე თავად მსჯავრდებულები დასაქმდებიან, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა განაცხადა, რომელმაც კოლეგებს “პატიმართა კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტი გააცნო.
აღნიშნულ კანონში დაგეგმილი ერთ-ერთი ცვლილება სწორედ სამუშაო საწარმოს შექმნას ითვალისწინებს, სადაც მსჯავრდებულებთან სასჯელაღასრულების დაწესებულებებში სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე ინდივიდუალური კონტრაქტები დაიდება.
“ჩვენ გავიყვანთ ერთი დაწესებულებიდან მეორეში პატიმრებს სამუშაოდ და ამის სანაცვლოდ გადავუხდით თანხას, როგორც ეს ხდება ჩვეულებრივად სამოქალაქო სექტორში. ეს სერიოზულად შეუწყობს ხელს რესოციალიზაციას”, -აღნიშნა კახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა თურქმენელ კოლეგას კავკასიური ნაგაზი აჩუქა
შემდეგი სტატიაგიორგი ბარამიძე იმედოვნებს, რომ “რუსთავი 2-ის” დაკავებულ მხარდამჭერებს ახალ წლამდე გაათავისუფლებენ