“სასიამოვნოა, რომ არამხოლოდ ქალბატონები, არამედ ბატონებიც მიჭერენ მხარს”

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქალთა კვოტირების შესახებ კანონპროექტის პარლამენტში გასვლით, მომავალ საქართველოს გენდერულად დაბალანსებული საკანონმდებლო ორგანო ექნება.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში წლიური მოხსენების შეჯამებისას აღნიშნა, სასიამოვნოა, რომ მას ქალბატონების გარდა მხარს მამაკაცებიც უჭერენ.

“კანონპროექტი ქალთა კვოტირების შესახებ, რომელიც პარლამენტშია შემოსული და რომელსაც პოლიტიკურად აქტიურად ვუჭერ მხარს, რომელიც ერთ-ერთი ფრაქციის მიერ არის მხარდაჭერილი, პარლამენტში გავა და ჩვენ უფრო მაღალი სტანდარტის, გენდერულად დაბალანსებულ საკანონმდებლო ორგანოს მივცემთ მომავალ საქართველოს. ძალიან სასიამოვნოა, რომ არამხოლოდ ქალბატონები, არამედ ბატონებიც მიჭერენ მხარს”,- აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

banner
წინა სტატიაში“იმ ბრალით, რის გამოც გიგი უგულავა ციხეში ზის, ყველა რაიონის გამგებელი დასაპატიმრებელი გყავთ,”
შემდეგი სტატია“უმნიშვნელოვანესია გავუფრთხილდეთ ჩვენს მოსახლეობას”