“სასიამოვნო ქურდობა!…ვუთხარი პარლამენტის ტრიბუნიდან, დავდებ ამ კანონს და როცა გააცნობიერებთ, მოიპარავთ მეთქი” – გოცირიძე

“სასიამოვნო ქურდობა!” – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე პრემიერის დღევანდელ განცხადებას მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადის შემცირებასთან დაკავშირებით
“სასიამოვნო ქურდობა!
ჩემს მიერ ინიცირებული კანონპროექტი მცირე მეწარმეებისათვის შეღავათის დაწესების შესხებ პარლამენტმა ჩაააგდო, ახლა იგივე შემოაქვთ სკუთარი სახელით:))
ვუთხარი პარლამენტის ტრიბუნიდან, დავდებ ამ კანონს და როცა გააცნობიერებთ, მოიპარავთ მეთქი:)
ასევე ჩააგდეს ჩემი კანონპროექტი ზოგიერთი სახის ეკონომიკური დანაშულზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლბის ნაცვლად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემის შესახებ, ისვე როგორც შემოსავლების დამალვაზე სუსხლისამართლებრივი დევნის 50 ათასი ლარის ოდენობის ზღვრის აწევის შესახებ. ესენიც მოიპარეს. მთად ბოლომდე კარგად ვერ აკეთებენ, მაგრამ ხომ ვსიძულებთ რომ გააკეთონ?
კიდევ ბევრი კანონპროექტი გვაქვს რეზერვში.
როდესაც საზოგადოებრივი აზრი მომწიფება, ხელისუფლება იძულებული ხდება დაემორჩილოს. ამ აზრს კი ჩვენი ინიციატივებით და ზეწოლით ვამწიფებთ.” წერს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიჯანმრთელობისთვის საშიში სუნელის დამზადების ფაქტზე, ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს
შემდეგი სტატიარებეკა ჰარმსი მუსტაფა ემრე ჩაბუქის მოსანახულებლად საპატიმროში იმყოფება