საშვები პრემიერ-მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის ერთობლივი პრესკონფერენციისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული რ.ფ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ბორჯომის რაიონის დაბა ახალდაბაში ყოფილი მეუღლეს – ზ.შ-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ასევე, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს ახალქალაქის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა 1958 წელს დაბადებული მ.ი.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ახალქალაქის რაიონის სოფელ ბეჟანოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – 1967 წელს დაბადებულ შ. კ.-ს.

ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიმარნეულის მერის შუალედურ არჩევნებში “ევროპული საქართველოს” კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი იქნება
შემდეგი სტატია“თუ ანაკლიის პროექტი ახლა არ განვახორციელეთ, გადაიდება ან საერთოდ არ განხორციელდება”