“საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2016 წლის პირველ რვა თვეში 2,7 % შეადგინა”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, მიუხედავად ხელისუფლების ტრაბახისა, თითქოს ეკონომიკური ზრდის ტემპი რეგიონში ყველაზე საუკეთესოა, მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას 9 თვის მონაცემების მიხედვით, კვლავ მანიპულირებითა და კანონის დარღვევით (პარლამენტის გვერდის ავლით) ახორციელებს. საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ კი, 2016 წლის პირველ რვა თვეში 2,7 % შეადგინა.

„ეკონომიკის სავალალო მდგომარეობაზე მეტყველებს ისიც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებას 132 მლნ. ლარი დააკლდა.
საგადასახადო შემოსავლებში ყველაზე დიდი დანაკლის დღგ-ს გადასახადშია იგი შესრულდა 87,7%-ით, რაც ყველაზე მეტად საყურადღებოა საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზებული პროდუქციის და მომსახურების ნაწილშია დიდი შეუსრულებლობა 2015 წელთან შედარებით წელს 704 მლნ. ლარით ნაკლებია შემოსული (2015 წ -1397,8 ; 2016წ.-688,4მლნ. ლარი). ვერ შესრულდა გრანტების მუხლიც, დანაკლისმა შეადგინა 84 მლნ. ლარი; გეგმასთან შედარებით პრივატიზაციიდან მიუღებელი დარჩა 4 მლნ. ლარი; ვერ შესრულდა საზღვარგარეთიდან მისაღები გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტების მუხლიც 311 მლნ. ლარით (დანაკლისია).
ყოველივე ამის საკომპენსაციოდ მთავრობამ უკანონოდ იმაზე მეტი შიდა ფინანსური რესურსი – სახაზინო ვალდებულებები გამოუშვა, ვიდრე ბიუჯეტის კანონით არის გათვალისწინებული. კერძოდ პარლამენტის მიერ დამტკიცებული პარამეტრი 200 მლნ. ლარი საშინაო ვალის ზრდას ითავლისწინებდა, ხოლო მთავრობამ ბიუჯეტში ცვლილებების განუხორციელებლად უკვე 9 თვის მდგომარეობით 211 მლნ. ლარი მოიზიდა (უკანონოა 11 მლნ. ლარი), ხოლო მე-4 კვარტალში გეგმით გათვალისწინებულ მოსაზიდ თანხასაც თუ გავითვალისწინებთ 134 მლნ. ლარს, ასეთ შემთხვევაში შიდა ვალის თითქმის 70% ზრდა გამოდის (211+134=345).
ექსპორტი -2016 წლისიანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 104 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24 პროცენტით მეტია;
აქედან, ექსპორტი 1512 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (8 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 7 592 მლნ. აშშ დოლარს (34 პროცენტით მეტი).
აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 5 194 მლნ. აშშ დოლარს (3 პროცენტით ნაკლები).
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლისი ანვარ-სექტემბერში 6 080 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 67 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1 195 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.
ქვეყნის ვალმა (საშინაო და საგარეო) ისტორიულ მაქსიმუმ მიაღწია და შეადგენს 12,8 მილიარდ ლარს;მაშინ როცა 2012 წელს ვალი 7,8 მლრდ ლარი; 2013 წელს 8,6 მლრდ ლარი,; 2104 წელს 9,7მლრდ ლარი; 2015 წელს 12,5მლრდ.
ლარი კვლავ უფასურდება და დოლართან მიმართებაში შეადგენს 2,38.“,- განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაში“ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული თანამშრომლობის ფორმატი „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ ლიდერებთან არ არსებობს”
შემდეგი სტატიათბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული თოვლის გამო “თბილსერვის ჯგუფი” საგანგებო რეჟიმში მუშაობდა