“საშიშროებები გარდაუვალია… ვითხოვთ თქვენს გადაუდებელ ქმედებებს”

დიპლომატთა კლუბის წევრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს მიმართავენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მათ ქმედებებს ითხოვენ.

თქვენო აღმატებულებავ, სურვილი გვაქვს, თქვენი ყურადღება მივაპყროთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფ გაუარესებას, რაც შედეგად მოჰყვა ციხის საკანში შიმშილობის 28 დღეს. სპეციალურად დანიშნულმა ექიმთა კონსილიუმმა მკვეთრად გამოაცხადა პრეზიდენტ სააკაშვილის მრავალპროფილურ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ციხის საავადმყოფოში მცირე ხნის წინ ჩატარებული ინსპექტირების საფუძველზე ვთვლით, რომ აღნიშნულ დაწესებულებას არ გააჩნია საჭირო მომსახურების გაწევის საშუალება და შეიცავს პრეზიდენტ სააკაშვილის უსაფრთხოების, სიცოცხლისა და კეთილდღეობის წინააღმდეგ მიმართულ საშიშროებებს. აღნიშნული საშიშროებები გარდაუვალია და ჩვენ, საქართველოს დიპლომატთა კლუბის წევრები ვითხოვთ თქვენს გადაუდებელ ქმედებებს ჰუმანიზმის სახელით, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – რაც არ უნდა ილაპარაკონ მათ, რომ ციხის კადრები დადგმულია, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციაზე – ისინი არიან სასოწარკვეთილ მდგომარეობაში, ვინაიდან იციან, რომ არავითარი შანსი და პერსპექტივა აღარ აქვთ