საშიში იარაღის დამზადებისთვის კომპანია სპონსორებს ეძებს (ვიდეო)

TechCrunch-ის ცნობით, ამერიკული კომპანია Duke Robotics-ი, ახალი, საშიში იარაღის დამზადებისთვის სპონსორებს ეძებს.
Duke Robotics-ი, რომელიც აშშ-ს თავდაცვის უწყების ოფიციალური მიმწოდებელი კომპანიის სტატუსით სარგებლობს, აპირებს გამოუშვას დრონის ტიპის, ახალი, უპილოტო, დისტანციური მართვის საფრენი აპარატები (კვადროკოპტერები), რომლებიც შესძლებენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის, შაშხანების, ტყვიამფრქვევების, ყუმბარმტყორცნების გადატანასა და მოქმედებაში მოყვანას, რაც ცოცხალი ძალისა და ტექნიკის განადგურებისთვის იქნება გამოყენებული. აღნიშნული იარაღის სისტემას, გამოგონებლებმა TIKAD-ი დაარქვეს.
ამერიკული გამოცემის ცნობით, კომპანიამ უკვე გამოუშვა აღნიშნული იარაღის საცდელი ნიმუშები, რომლის გამოგონებაც, დრონებზე ფოტო-ვიდეო კამერის სტაბილიზატორების სამოქალაქო ტექნოლოგიას ეფუძნება. ამჟამდ ახალი იარაღის ნიმუშები ისრაელის არმიაში გადის ტესტირებას. კომპანია ელოდება, რომ TIKAD-ს, რომელიც ამ დროისათვის სრულყოფილი სისტემა არა არის, გამოუჩნდება სპონსორები, მსხვილი კომპანიების ან ხელისუფლებების სახით და ის, ანტიტერორისტული ოპერაციებისათვის აუცილებელი იარაღი გახდება.

banner
წინა სტატიაშიტრამპისგან გაქცეულთა სია იზრდება-გორკა გადადგა
შემდეგი სტატიალუკაშენკომ კარტოფილის დიდძალი მოსავალი აიღო (ვიდეო)