,,საშინელი სიმართლე პუტინის რუსეთზე,, კანჩალოვსკის სკანდალური ვიდეო

მსოფლიოში ცნობილი რუსი კინორეჟისორი და საზოგადო მოღვაწე ანდრეი კონჩალოვსკი (დაბადების გვარი მიხალკოვი) სკანდალური ვიდეოს აქვეყნებს, სადაც პუტინის რუსეთზე საუბრობს.


,,ვიდეოს მინდა დავარქვა ,,საკუთარი თავის შეზრწუნება,, … ეს სათაური შემთხვევით არ ამირჩევია… მარქსს აქვს ასეთი გამოთქმა… ,,ხალხი რომ სიმამაცაზე დაიყოლიო, ის უნდა აიძულო, რომ საკუთარი თავით შეძრწუნდეს,, და მეც უკვე რამდენი წელია მოვუწოდებ ჩემს ხალხს, რომ ეშინოდეთ რუსული ცხოვრების მრავალი ფაქტორის და შეიძინოს სიმამაცე, რათა ჰგონდეს სურვილი – ისურვონ. ისურვონ, რომ შეიცვალონ და გარშემო მყოფებიც შეცვალონ. მე დიდი ხანია ჩამწერეს რუსოფობად, რომელსაც სძულს საკუთარი ხალხი… ეს სისულელეა, რადგან ასეთ რუსოფობებად შეიძლება გორკიც და ჩეხოვიც გამოვაცხადოთ… გერცენიც და ჩაადაევიც. რუსი ხალხი მკვდარი არ არის, მასზე რომ მხოლოდ კარგი ვილაპარაკოთ. დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ საშინელ რუსულ რეალობაზე… ვისაც კარგის მოსმენა უნდა, მათ პუტინს და მედვედევს მოუსმინონ, ან აფანასევის ზღაპრები წაიკითხონ,, აცხადებს კანჩალოვსკი, რომელიც ასევე ცნობილი რუსი კინორეჟისორისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მეგობრის – ნიკიტა მიხალკოვის ნამდვილი ძმაა.
კანჩელოვსკის თავის ვიდეო-ბლოგში, რუსეთთან დაკავშირებით მოჰყავს ციფრები, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევებს ეყრდნობა და აცხადებს, რომ რუსეთი თავისი განვითარების დონით არა თუ ევროპას და აზიას – არამედ აფრიკის ბევრ ქვეყანასაც ჩამორჩება… ,,ჩვენ კი არ უნდა გვწყინდეს, რომ აფრიკას გვადარებენ… ეს აფრიკელებს უნდა სწყინდეთ ასეთი შედარება, რამეთუ აფრიკელებს თავიანთი ჩამორჩენილობის ობიექტური ახსნა და მიზეზები აქვთ,, აცხადებს ცნობილი რუსი რეჟისორი, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს.
,,მე ახლა მოგიყვანთ მშრალ ციფრებს, რომლის მეშვეობით რეალობის გაანალიზება შეიძლება ძნელი იყოს, მაგრამ ტრაგედიის მასშტაბი, რომელმაც რუსეთი მოიცვა, იმდენად კრიტიკულია, რომ მე მოგიწოდებთ დაძაბოთ ყურადღება…
-სიკვდილიანობა რუსეთში: ბოლო 20 წელიწადში რუსეთში 7 მილიონი რუსი მოკვდა… ამით ჩვენ ბრაზილიასა და თურქეთს 50%-თ ვუსწრებთ, ხოლო ევროპას რამდენიმეჯერ. ყოველწლიურად მოსახლეობის დანაკარგი რუსეთში, რაოდენობრივად მთელი პსკოვის ოლქის მოსახლეობის, ან რომელიმე დიდი ქალაქის, მაგალითად კრასნოდარის ტოლია.
– მკვლელობით, თვითმკვლელობით, მოწამვლითა და უბედური შემთხვევების მიერ გამოწვეული სიკვდილიანობით, რუსეთი ანგოლას და ბურუნდის დონეზე დგას.
-მამაკაცთა სიცოცხლის ხანგრძლივობით, რუსეთი მსოფლიოში 160-ე ადგილს იკავებს და ჩამორჩება ისეთ ქვეყანას, როგორიცაა ბანგლადეში.
– რუსეთს მსოფლიოში პირველი ადგილი უჭირავს მოსახლეობის კლებადობის თვალსაზრისით. გაეროს შეფასებით, რუსეთის მოსახლეობის დღევანდელი რაოდენობა 143 მილიონი ადამიანი, 2025 წლისთვის 121-დან 136 მილიონის ფარგლებში შემცირდება.
-ციფრები, რომელიც აღნიშნავს კრიზისს რუსულ ოჯახებში, ასევე საშინელია… მოხუცთა თავსესაფარში მცხოვრები 10 მუხუციდან – 8-ს ოჯახს მათი შენახვა და მოვლა შეუძლიათ, მიუხედავად ამისა ისინი თავშესაფარში იმყოფებიან, რადგან ოჯახის წევრებმა მათზე უარი თქვეს.
-რუსეთში ამჟამად 2-დან 5 მილიონამდე მაწანწალა ბავშია… სამამულო ომის შემდეგ (1941-1945 წწ. რედ.) მათი რიცხვი 700.000-ს შეადგენდა. შედარებისათვის, 1 მილიარდ 400 მილიონიან ჩინეთში – მაწანწალა ბავშთა რაოდენობა მხოლოდ 200.000-ს შეადგენს.. მინიმუ 100-ჯერ ნაკლები – ვიდრე რუსეთში. აი რას ნიშნავს ბავშვები ჩინელებისთვის.
ზრუნვა მოხუცებზე და ბავშვებზე, ეს ხომ საფუძველი და შენატანია აღორძინებული ქვეყნისთვის…
– რუსეთის ბავშთა სახლებში მცხოვრები 370.000 ბავშვის 80%-ს ცოცხალი მშობლები ჰყავს, მაგრამ მათ სახელმწიფო ზრდის. მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ სისხლის სამართლის დანაშაულია.
-ჩვენ (რუსეთს) გვიკავია პირველი ადგილი მსოფლიოში, მშობლების მიერ მიტოვებული ბავშვების რაოდენობით… რაც მეტყველებს ეროზიაზე და ნგრევაზე ჩვენი ოჯახური ფასეულობების.
– დანაშაულები ბავშვების წინააღმდეგ… თქვენ უბრალოდ მოსუმინეთ… რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის 2010 წლის მონაცემებით, 100.000-მდე არასრულწლოვანი დანაშაულის მსხვერპლი გახდა… აქედან 1700 გაუპატიურებული და მოკლულია. ამ ციფრებით ჩვენ გავუსწარით სამხრეთ აფრიკასაც. ეს ნიშნავს, რომ რუსეთში ყოველდღე 4 ბავშვს კლავენ. იმავე 2010 წელს, არასრულწლოვანთა წინააღმდეგ 9500-მდე სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენა დაფიქსირდა… აქედან 2600 გაუპატიურება და 3600 არაძალადობრილი სექსუალური ზემოქმედება.
-ბოლო 8 წელიწადში სექსუალური ხასიათის დანაშაულმა 20-ჯერ მოიმატა. მსგავს დანაშაულებში, მსოფლიოში რუსეთს მხოლოდ სამხრეთ აფრიკა უსწრებს.
-ნარკომანია და ალკოჰოლიზმი: ყოველწლიურად 30.000 რუსეთის მოქლაქე მხოლოდ ნარკოტიკული ნივთიერების მიღებისას დოზის გადაჭარბების გამო კვდება… ეს პატარა ქალაქის მოსახლეობას უდრის. არაყის მიღების გამო ჩვენთან წელიწადში 70.000 კვდება. შედარებისთვის, მთელი ავღანეთის ომის მანძილზე საბჭოთა ჯარმა 14.000 მეომარი დაკარგა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, თითოეულ რუს მოქალაქეზე წელიწადში 15 ლიტრი სუფთა ალკოჰოლი მოდის, ეს მაშინ, როდესაც 8 ლიტრ სუფთა ალკოჰოლზე მეტის მიღებისას, სიცოცხლის საფრხე დგება.
-კორუფცია: ქრთამის ზომები რუსეთში გაათმაგდა… ხოლო ჩვენი ოლგარქების სასამართლოები ლონდონში, მსოფლიო ბიზნესის მრიდან დასაცინი გახდა. დაუსჯელობამ იმ დონეს მიაღწია, რომ ციხეში დაღუპულ მაგნიტსკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც კი აღძრეს. გადაწყვიტეს რომ გაასამართლონ მიცვალებული, რომელსაც რა თქმა უნდა თავისი თავის დაცვა არ შეუძლია.ევროპაში მსგავსი ინციდენტი მე-17-ე საუკუნეში ხდებობა… როდესაც კრომველი სასაფლაოდან ამოთხარეს და სახრჩობელაზე დაკიდეს… ასე ვთქვათ მარლთმსაჯულება დაადევნეს. ,,ტრანსფარენს ინტერნეიშენელის,, მონაცემებით, 2011 წელს რუსეთი კორუფციის დონით, 178 ქვეყანას შორის – 154 ადგილზე გავიდა… იქ ჩვენ გვინეა ბისაუსა და კენიას შორის ვართ.
ზემოთ მოყვანილი ციფრებით, შეგვიძლია თამამად ვისაუბროთ ეროვნული მორალური ღირებულებების დაცემაზე, რაზეც, საბოლოო ჯამში პასუხისმგებლობა ჩვენს ხელისუფლებას აკისრია.
ახლა კი, კიდევ ერთი… იცით თუ არა თქვენ, რომ ციმბირში ბოლო 10 წელიწადში გაქრა 11.000 სოფელი და 290 ქალაქი… ისინი უბრალოდ არ არსებობენ. საშუალოო სიმჭიდროვე ციმბირსა და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, 2 კაცია 1 კვადრატულ კილომეტრზე, რუსეთის ცენტრალურ ნაწილში 46 კაცი, ჩინეთში 140 კაცი, ხოლო იაპონიაში 338 კაცი… ასე, რომ გვითხარით ვისთვის დავიპყარით ციმბირი… კურილის კუნძულები…? ჩინელებისთვის თუ იაპონელებისთვის? ქვეყნისთვის, რომელიც ასე მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, სამარცხვინოა მოსახლეობის 50% ღარიბი ჰყავდეს. იმედია ეს ფაქტები პუტინმაც იცის… საინტერესო იქნება რას ფიქრობს ის ყველაფერ ამაზე,, აცხადებს კანჩელოვსკი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის უარესი მდგომარეობა ჯერ კიდევ წინაა.
,,კრემლი მხოლოდ მოჩვენებით ებრძვის კორუფციას… ის ანთავისუფლებს შსს-ს გენერლებსა და არმიის შუა რგოლის თანამშრომლებს, გუბერნატორებს და ასე შემდეგ… ის დიდსულოვნად უცვლის მათ სიკვდილით დასჯას – დუბაიში ,,დამსახურებულ,, დასვენებაზე. ნუთუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ასე კორუფციას დაამარცხებს… მეორე მხრივ კი, ხომ თქვენ ირჩევთ ამ ხელისუფლებას? მათ ხომ შუბლზე აწერიათ, რომ ქურდებიარიან… ნუთუ ერის ნახევარი უნდა ამოწყდეს, რომ ხალხმა გამოიღვიძოს? ხალხმა და არა მოაზროვნე ხალხის პაწაწინა ჯგუფმა,, აღნიშნავს რუსი საზოგადო მოღვაწე.
,,დღეს მხოლოდ მკვეთრი, შთამაგონებელი, თუნდაც დაუნდობელი მაგრამ ცოცხალი და გულწფელი სიტყვა შესძლებს გახდეს საბაბი ეროვნული გამოღვიძებისა ფეოდალური ძილიდან… მხოლოდ ამის გაკეთების შემდეგ შესაძლებელია გვქონდეს იმედი, რომ ნაცია, თავისი ინსტიქტური სიბრძნით გაიგებს და მიიღებს იმ რთულ და დაუნდობელ გზას, რომელმაც შეიძლება ამოათრიოს ჩვენი ქვეყანა იმ ორმოდან, რომელშიც ჩვენ ჩაფლულნი ვართ. მე არ ვიცი, შეუძლია თუ არა ასეთი თვითმკვლელური მოქმედება განახორციელოს ვლადიმერ პუტინმა… შეუძლია თუ არა მას აიღოს რკინის ცოცხი და გამოაცხადოს საყოველთაო თნასწორობა კანონის მიმართ. თუ ის ამას გააკეთებს, მას რუსეთის ისტორიის პანთეონში საპატიო ადგილი ექნება… თუ არა და – არ ვიცი. მე რუსი ვარ. მენატრება ჩემის სამშობლო… მაგრამ მე მას ვერ ვხედავ. მე ვერ ვხედავ ქვეყანას, რომლითაც მინდა ვიამაყო. მე ვხედავ ბრბოს უკმაყოფილო და გაღეზიანებული ხალხისა… ვხედავ უცხო ხალხს, რომელთაც ერთმანეთის ეშინიათ. მე მინდა ვამაყობდე ჩემი ქვეყნით… მე მის გამო მრცხვენია. მე არ მახსოვს, როდის ვიამაყე ჩემი ქვეყნით უკანასკნელად, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ სიმართლე იმაზე, თუ როგორ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა, სიმართლე თქმული მსოფლიოს გასაგონად, გამოიწვევდა ჩემში და არა მარტო ჩემში უფრო დიდ სიამაყეს, ვიდრე რუსეთის ჰოკეის ნაკრების ოლიმპიადაზე გამარჯვება,, აცხადებს ანდრეი კანჩელოვსკი

,,თაიმერის,, ანალიტიკური სამსახური.

https://youtu.be/O_C25TfXshc

banner
წინა სტატიაშიიტალიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა (ფოტო-ვიდეო)
შემდეგი სტატიაბილალ ერდოღანი: მამაჩემის მეთაურობით, თურქული კულტურა ცოცხლდება