15.5 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

“საშინელი ღამე იყო კიევში”- დაიღუპა ორი და დაშავდა 44 ადამიანი

რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე იერიში მიიტანა.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით კიევზე რუსების იერიშებს ორი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 44 კი დაშავდა.

„საშინელი ღამე იყო კიევში… ამ დროისთვის მაშველები ხანძრებს აქრობენ და ნანგრევებს წმენდენ. მედიკოსები დაშავებულებს დახმარებას უწევენ,“ — აღნიშნა მან.

ქალაქის მერის თქმით, 44 დაშავებულიდან ექიმებმა საავადმყოფოში 28 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის ორი ბავშვია, რომლებიც საშუალო სიმძიმის მდგომარეობაში არიან. კიდევ სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

„16 დაზარალებულს მედიკოსებმა დახმარება ამბულატორიულად გაუწიეს,“ — დაამატა კლიჩკომ.

banner
წინა სტატიაშირუსთავში აფთიაქიდან სახის დამატენიანებლები მოიპარეს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: თუ “სეტანტა” “რუსთავი 2”-ს ტრანსლაციის უფლებას აძლევს, ეს რეჟიმთან თანამშრომლობაა – გამოფხიზლდით, ან გამოგაფხიზლებთ!