საშინელი ავარია თამარაშვილზე – სოციალურ ქსელში ვიდეომასალა ვრცელდება

news
ავტ.: news აგვისტო 31, 2016 22:01

 საშინელი ავარია თამარაშვილზე – სოციალურ ქსელში ვიდეომასალა ვრცელდება

მეყსოციალურ ქსელში თამარაშვილის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ვრცელდება.

თამარაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი ჩოგბურთელი სანდრო მეტრეველია, რომელიც ავტომანქანას მართავდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მეტრეველის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. აღენიშნება სხვადასხვა სახის დაზიანებები, მოტეხილი აქვს ორივე ქვედა კიდური.

 

გამოძიება 276–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

https://www.youtube.com/watch?v=gOqfBxEOxDI&feature=youtu.be

news
ავტ.: news აგვისტო 31, 2016 22:01